ყველა პოზიცია ახალი გამოწვევაა
SocarNews

რუბრიკის „წარმატების ისტორიები“-ს საშუალებით გვინდა გაგაცნოთ ხელვაჩაურის სერვის ცენტრის მენეჯერი გურამ აბუსერიძე. გურამი 2012 წელს, კომპანია „სოკარი“-ს აჭარაში დაფუძნების დღიდან შეუერთდა აღმრიცხველის პოზიაციაზე. წლების განმავლობაში იყო ბათუმის სერვის ცენტრის დისტრიბუციისა და ანალიზის სამსახურის სპეციალისტი, სამსახურის უფროსი, ინჟინერი, 2019 წლიდან კი ხელვაჩაურის სერვის ცენტრის მენეჯერად დაინიშნა. სხვადასხვა სამსახურებრივი მოვალეობების მონაცვლეობა აძლევს იმის თქმის მყარ საფუძველს, რომ თანამშრომლების სწორად და სათანადოდ შეფასება- დაფასება ნამდვილად, კომპანიის ძლიერი მხარეა. ყველა თანამდებობრივი პოზიცია ხომ, თავისებურად, ახალ გამოწვევასთან და მეტად განვითარების სურვილთანაა დაკავშირებული. მით უფრო საინტერესო და შედეგიანია ეს პროცესი, როცა თანამშრომლის კვალიფიკაციის ამაღლების მზაობა და სურვილი მხარდაჭერილია კომპანიის მხრიდან. თავისთავად, ეს ფაქტორი მათ ეხმარება სიძნელეების გადალახვაში, მეტი წარმატებების მიღწევაში. ასე მოხდა გურამის შემთხვევაშიც. არცერთ პოზიციაზე ყოფნისას თავისი ინიციატივით არ მომხდარა მონაცვლეობა. მაქსიმალურად იხარჯებოდა იქ, სადაც იყო და ეს მონდომება მუდამ უფასდებოდა, რისთვისაც მადლიერებას გამოხატავს კომპანიის ხელმძღვანელობის მიმართ. სასიამოვნოდ ახსენდება დაბალ პოზიციებზე მუშაობისას ხელმძღვანელი რგოლის მხრიდან მეგობრული და თანამშრომლური დამოკიდებულება და ზოგადად, ამ კუთხით კომპანიის მიდგომები. შემდგომში, უკვე ხელმძღვანელის პოზიციაზე მყოფს კი, დიდი სამსახური გაუწია ამ გამოცდილებამ და კიდევ უფრო გაუადვილა გუნდთთან მუშაობა და სასურველი შედეგების მიღწევა. მენეჯერის პოზიციაზე ყოფნა მისთვის მხოლოდ სერვის ცენტრის შენობაში გაწეული სამუშაოებით არ შემოიფარგლება. მუდამ ჩართულია საველე სამუშაოებში და მზადყოფნას გამოხატავს, საჭიროების შემთხვევაში, თითოეული თანამშრომლის გვერდით აღმოჩნდეს თავისი კომპეტენტური რჩევითა და მეგობრული დამოკიდებულებით.

გურამის აზრით პასუხისმგებლობის გრძნობაა ის მთავარი თვისება, რაც განმსაზღვრელი აღმოჩნდა კომპანიის მხრიდან ამხელა ნდობის გამოცხადებისა. სწორედ, ეს თვისება ეხმარება დღემდე თავის პიროვნულ განვითარებასა და კარიერულ ზრდაში.


входит в Socar News
ჩემი სოკარი - პირველი შედეგები
SocarNews