პირველი წარჩინებულები
SocarNews

2017 წელს ქ. ქუთაისში გაიხსნა "სოკარ ჯორჯია გაზი"-ს სასწავლო ცენტრი, სადაც კომპანიის თანამშრომლები გადიან პროფესიული ამაღლების კურსებს, სწავლობენ ახალ ტექნოლოგიებს და აბარებენ გამოცდებს საკუთარი კვალიფიკაციის დასამტკიცებლად. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ამ ცენტრის სასწავლო პროგრამები, სპეციალურად ჩვენი კომპანიისთვის, ჩვენივე თანამშრომლების მიერა შექმნილი. უახლოეს მომავალში სასწავლო კურსების არჩევანი კიდევ გაფართოვდება, რათა თანამშრომლებს პროფესიული ზრდის მეტი საშუალება მიეცეს. ასევე დაგეგმილია ოსტატობის სისტემის გარდაქმნა, რის შედეგად ოსტატი აღარ იქნება თანამდებობა, არამედ გახდება "წოდება", ხოლო ოსტატის კვალიფიკაციის თანამშრომლები ხელფასთან ერთად წოდების დანამატსაც მიიღებენ. ამ სისტემის დანერგვას, ბევრი მოსაგვარებელი პრობლემის გამო, შესაძლოა, რამდენიმე წელი დასჭირდეს, მაგრამ შედეგი უკვე ცხადია - კვალიფიციური თანამშრომლები აუცილებლად დაფასდებიან.

2020 წელს ჩვენს სასწავლო ცენტრში 296 თანამშრომელმა გაიარა ტესტირება, მათ შორის ცამეტმა მიიღეს უმაღლესი შედეგი - 100 ქულა. კომპანიის ხელმძღვანელობა მათ მადლობას უხდის გამოვლენილი ცოდნისათვის.

  • ნატალია ერაძე - ოსტატი, ქუთაისი;
  • არჩილ გვარამაძე - სპეციალისტი, ადიგენი;
  • პავლე გორგიძე - ოსტატი, ფოთი;
  • გიორგი მაჩიტაძე - ოსტატი, ბაღდათი;
  • დავით დიასამიძე - სპეციალისტი, ბათუმი;
  • ნუგზარ კაკაბაძე - სპეციალისტი, ბათუმი;
  • ნანა ჯამასპიშვილი - სპეციალისტი, რუსთავი;
  • ნანა ლეკიაშვილი - სპეციალისტი, რუსთავი;
  • ლადო კონწოლიძე - სპეციალისტი, ოზურგეთი;
  • ჯონი ქურიძე - სპეციალისტი, ოზურგეთი;
  • ლევან სიჭინავა - სპეციალისტი, ფოთი;
  • ბექა მიქელაძე - სპეციალისტი, ლანჩხუთი;
  • ირაკლი ხოფერია - ოსტატი, ლანჩხუთი.


ში Socar News
ყველა პოზიცია ახალი გამოწვევაა
SocarNews