კომპანიის მთავარი ფასეულობა მაღალკვალიფიციური და ერთგული თანამშრომლებია
SocarNews

დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა ის დრო, როცა კომპანიის სიძლიერე და სიმდიდრე მხოლოდ მისი უძრავი ქონებითა და კაპიტალით განისაზღვრებოდა. XXI-ე საუკუნეში, კომპანიის მთავარ ფასეულობას განსაზღვრავენ მაღალკვალიფიციური და ლოიალური თანამშრომლები. ამიტომაც ჩვენ, კომპანიის ხელმძღვანელობა, მუდმივად ვცდილობთ წარმატებული და შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლების წახალისებას. რათქმაუნდა, წახალისების უმთავრესი ინსტრუმენტი თანამშრომლის ხელფასია. გამომდინარე იქედან, რომ „სოკარ ჯორჯია გაზი“ გაზგამანაწილებელი კომპანიაა და ჩვენ ვმოქმედებთ „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის“ (სემეკი) მიერ გაცემული ლიცენზიის ფარგლებში, თანამშრომელთა ხელფასები და საერთოდ ნებისმიერი ხარჯი, შეთანხმებული უნდა იყოს სემეკთან, რათა შენარჩუნდეს შედარებით ხელმისაწვდომი გაზის ფასი ჩვენი აბონენტებისთვის.

თუმცა, 2021 წელს მაინც შევძელით და პირველ რიგში ანაზღაურება გავუზარდეთ საველე პირობებში მომუშავე საავარიო-საექსპლუატაციო სამსახურის სპეციალისტებსა და შემდუღებლებს, საერთო ჯამში 1850 თანამშრომელს. კომპანიაში მოქმედი წახალისებისა და დაჯარიმების შესახებ დებულების ფარგლებში, ერთჯერად ფინანსურ მხარდაჭერას ვუწევთ ახალდაქორწინებულებს, ბავშვის შეძენის შემთხვევაში, 60 წლის იუბილარ თანამშრომლებს და მრავალ სხვა შემთხვევებში. 2020 წელს აღნიშნული მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში თანამშრომლებისთვის გაცემულმა თანხამ 215,668 ლარი შეადგინა.

გარდა ზემოთაღნიშნული სახელფასე და საბონუსე სისტემისა, მუშაობის ეფექტურობისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით კომპანიაში სხვა ტიპის მხარდაჭერაც ავამოქმედეთ. კერძოდ, რამდენიმე წელია, რაც პრემიით ვაჯილდოვებთ გაზის უკანონოდ მოხმარების აღმომჩენ თანამშრომლებს. ამ მიზნით, მხოლოდ გასულ წელს, კომპანიამ 147,023 ლარი 549 თანამშრომელს გადაუხადა. ახლახანს ჩაეშვა, ასევე, ვადაგადაცილებული (3 წელზე მეტი) ვალის ამოღებისათვის თანამშრომელთა პრემირება. ძალიან მალე კი, კიდევ ერთი საბონუსე პროგრამა „ჩემი სოკარი“ ამოქმედდება, რომლის ფარგლებშიც თანამშრომელთა მხრიდან მივიღებთ და განვიხილავთ რაციონალურ, განვითარებაზე ორიენტირებულ წინადადებებს და ყველა იმ წინადადების ავტორს, რომელთა იდეებიც კომპანიის საქმიანობის ეფექტურობის ამაღლებას შეუწყობს ხელს გადავცემთ პრემიას.

თანამშრომლებზე ზრუნვა მხოლოდ ფინანსურ მხარდაჭერაში არ გამოიხატება. ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია, მათი კარგი სამუშაო პირობებით უზრუნველყოფა. ამ მიზნით, გასულ წელს, კაპიტალური შეკეთება ჩაუტარდა ზესტაფონის სერვის-ცენტრის ოფისს, ხოლო ქობულეთის სერვის-ცენტრისთვის ახალი შენობა აშენდა. უახლოეს პერიოდში ვგეგმავთ კიდევ რამდენიმე მწყობრიდან გამოსული ოფისის შენობის შეკეთებას. მნიშვნელოვანია ასევე ჩვენი თანამშრომლების უსაფრთხოდ გადაადგილებასთან დაკავშირებული პროგრამის ამოქმედებაც, რომელიც ითვალისწინებს ავტომობილებისა და სკუტერების შეძენას. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, მაისის თვეში, რეგიონულ ოფისებს გადაეცათ ახალი Mitsubishi L200-ის პიკაპები.

დასასრულს მინდა გითხრათ, რომ კომპანიის საერთო მიზნებისთვის, თითოეული ჩვენი თანამშრომლის როლი მნიშვნელოვანია და ჩვენი ამოცანაა, რომ ყველა თანამშრომელი გრძნობდეს ამას, ყველას ჰქონდეს განცდა იმისა, რომ დაუფასებელი არ დარჩება მათი გულწრფელი მონდომება და ძალისხმევა უკეთესი შედეგების მისაღწევად შრომის პროცესში.

2022
1 ივნისიდან 1850 თანამშრომელს გაეზარდა ხელფასი

147,023 ლარი შეადგინა უკანონო მოხმარების აღმოჩენისთვის გაცემულმა პრემიებმა.

2021

გასულ წელს 215,668 ლარია გაცემული ერთჯერადი ფინანსური დახმარების სახით.

 

სპეციალისტობიდან მენეჯერობამდე - მამუკა ახლოური, კასპის სერვის ცენტრის მენეჯერი
SocarNews